01 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, 32 წლის მამაკაცი დააკავა 

პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მიმდებარედ მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი გახსნა.

საქმეზე კიდევ ერთი პირი - 32 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად დაგეგმა მისი ნაცნობის, ახალგაზრდა ქალის დაყაჩაღება.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ე.გ.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები