19 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ძლიერი ხანძრის გამო ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მიზეზი ძლიერი ხანძარია, რომელთან გამკლავებასაც ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უკვე თითქმის ერთი კვირაა ვერ ახერხებენ.

ავარიულად გაითიშა "ფსოუ 220". ამ ხაზით ელექტროენერგიით მარაგდება ოკუპირებული სო­ხუმი და აფხაზე­თის მთელი დასავლეთ ნაწილი ფსო­უმ­დე.

მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის გავრცელების საწინააღმდეგოდ  ტყეც გაიჩეხა, ხანძარი დასახლებულ პუნქტს მაინც უახლოვდება. 

ადგილზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს ადგილობრივი ე.წ. სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი.

"გაგრის რაიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ყველა ჩართულია, როგორც ადგილობრივი საზოგადოება, ისე სამაშველო სამსახურები. გასულ ღამეს მოსულმა წვიმამ ხანძრის გავრცელება შეაჩერა, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

პირველად მესმის იმის შესახებ, რომ საქართველომ რაიმე სახის დახმარება შემოგვთავაზა, მათგან დახმარების მიღება მიუღებელია, შესაბამისად, არანაირი საუბარი საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან დახმარების მიღების საკითხს - კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ამის საჭიროება არ არსებობს,"-განაცხადა მან. 

დღის ამბები