27 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
ფოთში აქციის 4 მონაწილე დააკავეს

ფოთში საპროტესტო აქციის 4 მონაწილე დააკავეს. მოქალაქეები პროტესტს მერიასთან აფიქსირებდნენ, თუმცა ვინაიდან ქალაქის მერი გოჩა კურდღელია მათ მერიაში არ შეხვდა, საპროტესტო აქციამ მის სახლთან გადაინაცვლა.

ოთხივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ფულისხმობს.

აქციის მონაწილეები მერს ვერც იქ შეხვდნენ, ადგილზე მათ კურდღელიას მეზობლები დაუპირისპირდნენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი ქვარცხავას თქმით, ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული.

მშვიდობიანი აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა და 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს. დაკავებულები ამჟამად ფოთის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავებულების იზოლატორში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ფოთში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილები ქალაქში უსიამოვნო თევზის სუნს აპროტესტებდნენ.

დღის ამბები