19 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
გადამწვარი ტყეები და მაღალი რისკის წინაშე მდგარი მოსახლეობა - მძიმე კადრები ოკუპირებული აფხაზეთიდან

რამდენიმე დღეა, ოკუპირებულ აფხაზეთში ტყეები იწვის. დე ფაქტო ხელისუფლებას არ ჰყოფნის რესურსი, რომ ხანძარს გაუმკლავდეს, მაგრამ საქართველოსგან დახმარების შეთავაზებას მაინც არ იღებს. სამაშველო სამსახურების სიმცირე სტიქიას საშუალებას აძლევს ცეცხლს სწრაფად გავრცელდეს. ადგილობრივების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებშიც ჩანს, რომ გარკვეულ კერებთან სამაშველო სამუშაოები საერთოდ არ ტარდება.

ცეცხლის გავრცელების საწინააღმდეგოდ გაიჩეხა უნიკალური ტყეც, თუმცა, ხანძარი დასახლებულ ტერიტორიებს მაინც უახლოვდება. გალისა და გაგრის შემდეგ ცეცხლი ახლა უკვე სოფელ ბზიფსა და ათონის ტერიტორიაზეც გაჩნდა.

ხანძრის გამო ავარიულად გაითიშა "ფსოუ 220", რომელიც დენით ოკუპირებულ სოხუმს და აფხა­ზე­თის მთელ და­სავ­ლეთ ნაწილს ამარაგებს.

უკვე ერთი კვირაა ხანძრის კერები დასავლეთ საქართველოშიც მძვინვარებს. ოკუპირებული ტერიტორიისგან განსხვავებით, ცეცხლის ქრობის პროცესში ასეულობით მაშველია ჩართული. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა. 

ადამიანური რესურსის, მძიმე ტექნიკისა და ვერტმფრენის გამოყენებით, ხანძრის 300-მდე კერიდან უმეტესობა ლიკვიდირებულია. სიტუაცია სრულად კონტროლდება და ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

დღის ამბები