26 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
ახმეტაში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

ახმეტაში დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. ოპერაციის შემდეგ, მისი მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. 30 წლის მამაკაცს 4 ტყვია გულმკერდის, ფეხის და თავის არეში ესროლეს. პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს. 

"აღენიშნებოდა რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა, კერძოდ გულმკერდში ორი გამჭოლი ჭრილობა იყო, ასევე, თავის მარცხენა თხემის არეში გამჭოლი ჭრილობა. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, დაუყოვნებლივ ჩატარდა ქირურგიული ოპერაცია.

ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, უგონო, რჩება მართვით სუნთქვაზე, თუმცა არის სტაბილიზაციის ნიშნები,"-განმარტავს თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი.

შეგახსენებთ, ახმეტაში მამამაკაცი წუხელ გვიან ღამით დაჭრეს. დაჭრილი თავდაპირველად ახმეტის საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რა გახდა მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო დაჭრეს.

დღის ამბები