მომავალ კვირას პარლამენტი, სავარაუდოდ, ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს. პროექტი ხვალ იურიდიულ კომიტეტზე საბოლოო შესწორებებისთვის გადის, ამის შემდეგ კი მხოლოდ მესამე მოსმენით კენჭისყრა რჩება.
ამნისტია გაფართოვდა. პირველ ვარიანტში 44 მუხლი იყო, დღეს კი მუხლების რაოდენობა 70-ზე მეტია, ანუ ამნისტია შეეხება იმ დანაშაულებსაც, რაც თავდაპირველად გათვალისწინებული არ იყო, მათ შორის ფინანსურ და ნარკოდანაშაულის გარკვეულ კატეგორიას. ციხეს 1500-მდე პატიმარი დატოვებს.