ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იგეგმება ტესტირების პროგრამების გაინტენსიურება, რაც COVID-19-ის გავრცელების რეალურ მაჩვენებელს დაგვანახებს.
თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის 2 905 საწოლია თავისუფალი, თუმცა საწოლების ეს რაოდენობა მობილიზაციის მდგომარეობაში შენარჩუნდება.
"უნდა ვენდოთ იმ მაჩვენებელს, რომელიც იყო გასული კვირის განმავლობაში, 1 500-დან 2 000-მდე ვარირების ფარგლებში ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ კვირის დღეებში, მით უფრო, რომ იგეგმება გაინტენსიურება კიდევ უფრო მიმდინარე ტესტირების პროგრამების, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავინახოთ რეალურად გავრცელების მაჩვენებელი, რაც ცალსახად მიუთითებს სტაბილიზაციაზე, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც საყურადღებოა ჩვენი ტიპის და ზომის ქვეყნისთვის.
თავისუფალი ამ დროისთვის არის 2 905 საწოლი, ეს საწოლები ნარჩუნდება მობილიზაციის მდგომარეობაში, ვიდრე ჩვენ არ გვექნება გარანტია იმისა, რომ შემთხვევების კლება არის სტაბილური და იმგვარი, რომ აღარ გამოიწვიოს ჰოსპიტალური სექტორის თავიდან გადატვირთვა," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.