19 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის პოლიციამ ბათუმში ​კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა

პოლიციამ ბათუმში იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, კოვიდინფიცირებული მოქალაქე - 1975 წელს დაბადებული ტ.ტ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად დატოვა იზოლაციის ადგილი.

სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული ტ.ტ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა.

პოლიციამ კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, იგი ბათუმში, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები