19 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობის შერიგების შემდეგ სოფელ ბუკნარში დღეს სიმშვიდეა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში პოლიცია დღესაც მობილიზებულია. სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფი სოფელში მთელი ღამის მანძილზე პატრულირებდა.

გუშინდელი შეთანხმების შემდეგ, სოფელში სიმშვიდეა, როგორც მუსლიმი, ისე ქრისტიანული თემების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ორი სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევრებს შორის შერიგება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვთ.

"ჩვენ ათეულობით წლებია ერთმანეთის გვერდით, მშვიდად და კეთილმეზობლურად ვცხოვრობთ და მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას. ერთმანეთთან კონფლიქტის საფუძველი არ გვაქვს. ვისაც სურს ეკლესიაში ილოცებს, ვისაც უნდა - მუსლიმთა სამლოცველოში. რაც მოხდა, მესამე ძალის ჩარევის და პროვოკაციის ბრალია,"- აცხადებენ ბუკნარში.

დღის ამბები