07 მაისი 2024,   03:50
ვრცლად
რას ითხოვდა ქვის საამქროში სანადირო თოფით შეჭრილი პირი რომელმაც საკუთარი თანამშრომლები მძევლად აიყვანა - 6 საათიანი სპეცოპერაციის დეტალები

დღეს კასპში 27 წლის გიორგი მენაბდიშვილი პოლიციამ 6 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავა - საკუთარი ქვის საამქროს 2 თანამშრომლისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებული პირი ყოფილი პოლიციელია. ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მენაბდიშვილმა პოლიციელის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 2018 წელს დატოვა.

მენაბდიშვილმა კასპში ერთ-ერთ საწარმოში მძევლად ორი მუშა დღეს დილას აიყვანა, მძევლების გათავისუფლება კი პოლიციამ მოლაპარაკების შედეგად, რამდენიმე საათის წინ შეძლო.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული კასპში, საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფით შეიჭრა.

"კურიერის" ინფორმაციით, ყოფილი სამართალდამცველი - საამქროს ერთ-ერთი მფლობელია, უთანხმოება კი სწორედ მის ბიზნესს უკავშირდება. წილებზე დავას მომხდარის მოტივად ქვის სამტეხლოსთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობაც განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მენაბდიშვილმა მძევლებად სწორედ ის პირები აიყვანა, როლებიც ამ დავაში მონაწილეობდნენ.

დღის ამბები