ქვეყანაში უამინდობის გამო პრობლემებია. ზვასაშიშროების გამო მეოთხე დღეა ჩაკეტილია კობი-გუდაურის გზა. გუდაურთან ერთად, პარალიზებულია მოძრაობა სტეფანწმინდაშიც. გზაზე მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგია. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
სინოპტიკოსები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურ თოვას ვარაუდობენ, რის გამოც, ჯერჯერობით, შეუძლებელია ზუსტი დროის განსაზღვრა, როდის მოიხსნება შეზღუდვები საავტომობილო გზებზე და რამდენი ხანი მოუწევთ ადამიანებს ადგილზე დარჩენა.