ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში, მდინარე რიონის კურთხევის ცერემონია გაიმართა.
წყალკურთხევის წესი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა.
წყლის კურთხევის ცერემონია ყოველწლიურად ტარდება. მდინარის კურთხევამდე ბაგრატის ტაძარში სადღესასწაულო წირვა შესრულდა.