19 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსში დროებითი გადახურვა დასრულებულია

გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთის მკლავის ახალი დროებითი გადახურვა დასრულებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის სახურავისა და წყალგამტარი სისტემების მონიტორინგი.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ჯერჯერობით შესრულებული სამუშაოების ხარისხზე საუბარი ნაადრევია. ისინი გელათის რეაბილიტაციის პროცესში ისევ უცხოელი სპეციალისტების სასწრაფოდ ჩართვას მოითხოვენ.

ტაძრის დასავლეთის ნაწილის დროებითი თუნუქის გადახურვა რამდენიმე დღის წინ დაზიანდა. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვევა, რა გავლენა მოახდინა ღია კერებზე ნალექის ზემოქმედებამ.

დღის ამბები