ხურვალეთის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, მალხაზ ვანიშვილი მეუღლის ოჯახში დაბრუნდა, სადაც ის თვითიზოლაციის პერიოდს გაივლის.
ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების შემდეგ მალხაზ ვანიშვილი ამბობს, რომ მასზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა. მალხაზ ვანიშვილმა, რომელმაც ერთი თვის წინ დე ფაქტო რეჟიმს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა, ოკუპირებული ტერიტორია დღეს დატოვა.
მალხაზ ვანიშვილი სოფელ ხურვალეთის ოკუპირებული ნაწილიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავად გადმოვიდა.