01 მარტი 2021,   05:29
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის პროცესი დღეს ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში გუშინ თითქმის 8 საათი გაგრძელდა.

გამოიკითხა მთავარი მოწმე და დაზარალებული გურამ ამირხანაშვილი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ამირხანაშვილმა ხუთივე ბრალდებული ამოიცნო.

მოწმის ჩვენებებს არასანდოდ თვლის დაცვის მხარე და ამტკიცებს, რომ ამირხანაშვილი ვერანაირად ვერ იქნება მომხდარის პირდაპირი მოწმე, რადგან ის მკვლელობის ეპიზოდზე ინფორმაციას არ ფლობს. პროცესი დღეს ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

დღის ამბები