11 მაისი 2024,   06:59
ვრცლად
"წინააღმდეგობის მუხტის განელება ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც მზის ჩაქრობა ზეცაში" - საქალაქო სასამართლოში "ლეიბორისტული პარტიის" 3 წევრის პროცესი გაიმართება

ცესკოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის 3 წევრის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

დაკავება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.

ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პოლიციისადმი დაუნორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე მეორე დღეს გაათავისუფლეს.

მიშა ქუმსიაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.

"გვედავებიან ხულიგნობას, პოლიციელებზე შეურაცხყოფის მიყენებას. ჩვენ ხშირად რადიკალური პროტესტით გამოვირჩევით, მაგრამ ხულიგნები არ ვართ, სხვას არასდროს ვაყენებთ შეურაცხყოფას, მითუმეტეს პოლიციას. რაც შეეხება მოლოდინებს, ბუნდოვანია რა შედეგი იქნება,"-აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილი.

"ვერ ვიტყვი რომ ციმბირში გადაასახლებენ, მაგრამ ამით ივანიშვილს უნდა შიში ჩათესოს მოსახლეობაში, ახალგაზრდებში, რომ მის ეშმაკის ვერცხლზე დაფუძნებულ რეჟიმს საპროტესტო საფრთხე არ შეექმნას და ჩაცხრეს წინააღმდეგობის მუხტი, რომლის განელება არის ისეთივე წარმოუდგენელი, როგორც მზის ჩაქრობა ზეცაში,"- აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. 

დღის ამბები