ადვოკატზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი - ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
საუბარია ადვოკატ ნანა ფილაურზე, რომელზეც ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით ასათიანის ინფორმაციით, ზეწოლას მისივე კლიენტი ახდენს. საუბარია სოციალურ ქსელში ადვოკატის დისკრედიტაციისთვის მიმართულ პოსტებზე.
ასოციაციამ რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა.
"სამწუხარო რეალობად იქცა სოციალურ სივრცეში კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადვოკატებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, იმ დროს, როდესაც ისინი ახორციელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას. ეს არის დაუშვებელი და ჩვენ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაუყონებლივ, ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა," - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.