კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სერიოზულ პრობლემას უწოდებს იმ სკეპტიკურ განწყობას, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ვაქცინაციის მიმართ არსებობს.
როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, აუცილებელია საერთო ძალისხმევა, რათა ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს:
"ვაქცინა რომც შემოვიდეს, 10-დან მხოლოდ 4 ადამიანი აპირებს გაკეთებას, აი ეს შეიძლება გახდეს ძალიან სერიოზული პრობლემა. 40% ძალიან ცოტაა. ეს ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობაში მასიურ იმუნიტეტს და პანდემიის დამთავრებას. ამიტომ, ახლა ყველას ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი პოლიტიკური ორიენტაციის არის, ვის რა შეხედულებები აქვს მედიცინაში, ყველამ ერთად უნდა დავარწმუნოთ მოსახლეობა, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ ვაქცინა არის აუცილებელი და ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად და რაც მთავარია, ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.