19 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
კიბერთაღლითობის ახალი სქემა Google-ს გამოყენებით - საბანკო ასოციაცია რეკომენდაციებს ავრცელებს

კიბერთაღლითობის ახალი სქემა - დანაშაულის მთავარი პლატფორმა ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა Google გახდა. სქემის მსხვერპლნი, უმეტესად, ის მომხმარებლები ხდებიან, რომლებიც ინტერნეტბანკში შესასვლელად მისამართის ველში ბანკის ვებგვერდის ბმულის შეყვანის ნაცვლად, საფინანსო ორგანიზაციის სახელს საძიებო სისტემაში წერენ. საძიებო სისტემის მიერ შემოთავაზებული მისამართები კი, შესაძლოა, ბანკს არ ეკუთვნოდეს და კომპანიის ყალბი, მიმსგავსებული ვებგვერდი იყოს.

ფიშინგი, როგორც პრობლემა, საქართველოში საბანკო ინტერნეტტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გაჩნდა. დღემდეა აქტუალური, როდესაც მომხმარებლები თითქოს ბანკის სახელით წერილს იღებენ, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას მონაცემების განახლების აუცილებლობის შესახებ და ბანკის ყალბი ინტერნეტგვერდის ბმულს, რომელიც ვიზუალურად ნამდვილის იდენტურია.

საქართველოს საბანკო ასოციაციაში ამბობენ, რომ გუგლის საძიებო სისტემაში თაღლითური ვებგვერდების რეკლამირება ხდება. ასოციაციას კონკრეტული რეკომენდაციები აქვს.

სწორედ კომერციული ბანკის ვებგვერდის მსგავსი, ყალბი გვერდი შექმნა მამაკაცმა, რომელიც თბილისში 4 დღის წინ დააკავეს. 25 წლის კაცმა ყალბი ბმული ამავე ბანკის მომხმარებელს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა და მისი ავტორიზაციის მონაცემებს დაეუფლა. მან ამ გზით 17 ათასი ლარი მიითვისა.

დღის ამბები