ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ანგისის ქუჩაზე, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარედ, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.
გარდაცვლილი მუშა 35 წლის მამაკაცია. ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.