სამი ქალაქის გარდა სასწავლო პროცესი დღეიდან საკლასო ოთახებში ინაცვლებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სასწავლო დაწესებულება უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარით აღჭურვილია, მომზადებული არიან პედაგოგებიც.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ მშობლებს ამჯერადაც ექნებათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი სწავლის ფორმასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ ისინი კვლავ დისტანციურ რეჟიმს ანიჭებენ უპირატესობას - მათ სკოლას განცხადებით უნდა მიმართონ.
სწავლა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.
"ქალაქებში - ზუგდიდსა და ფოთში აღდგება საჯარო სკოლებში სწავლება საკლასო ოთახებში. რეგიონის სხვა დანარჩენ სკოლებში სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში უკვე აღდგენილი იყო. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა საჯარო სკოლა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებითა და პირბადეებით," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.