05 მაისი 2024,   06:47
ვრცლად
ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის

ეკონიმიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის.

"მნიშვნელოვანი ბიზნესაქტივობები იხსნება - ეს არის პირველ რიგში არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგ მოლები, მცირე მაღაზიები, დიდი ქსელური მაღაზიები მთელი საქართველოს მასშტაბით.

აჭარაში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი არის დაბალი სარესტორნო ინდუსტრიები, კაფეები ღია სივრცეების ნაწილში გახსნა და საქალაქო ტრანსპორტის გახსნა, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისისა, ქუთაისისა და რუსთავისა. ეს პირველი ეტაპი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩაივლის," - განაცხადა თურნავამ.

ორთვიანი აკრძალვის შემდეგ, სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. ზუსტად 2 საათია ქვეყნის მასშტაბით ამუშავდა ყველა ობიექტი. გამონაკლისია მხოლოდ ღია და დახურული ბაზრობები, რომლის გახსნაც 15 თებერვლიდან იგეგმება. დღეიდან მომხმარებელთა ნაკადს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია გააკონტროლებს. ხელმძღვანელობა ასევე იღებს ვალდებულებას, რომ სისტემატიურად გააგრძელებს თანამშრომლების ტესტირებას. ბიზნესის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, შაბათ-კვირას მუშაობა ყველა დაწესებულებას ეკრძალება.

დღის ამბები