19 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
"არა ნამახვანჰესს - არა კასკადს" - ამ მოწოდებით პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა

"არა ნამახვანჰესს - არა კასკადს" - ამ მოწოდებით პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა.

საკანონდმდებლო ორგანოსთან შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ბექა ნაცვლიშვილმა აქციაზე გახმოვანებული მოთხოვნები დარგობრივი კომიტეტის სხდომაზეც წამოაყენა და პერმანენტული აქციები დაანონსა.

"უამრავი არგუმენტი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის არასწორი ასეთი ტიპის ჰესების შენების პოლიტიკა. მიშანშეუწონელი და დაუსაბუთებელი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებით და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვის საფუძველზე გაიცემა და ვხედავთ, რომ გვაქვს გასაიდუმლოებული ხელშეკრულებები სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, მათშორის ნამახვანჰესის შემთხვევაში, რომელიც სახელმწიფოს წამგებიან პოზიციაში აყენებს,"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრა აროშვილი.

"მთავარი მოთხოვნაა, რომ ადამიანებს მოუსმინონ. ადგილზე ასი დღე აპროტესტებდნენ, შემდეგ დაარბიეს. ისინი ითხოვდნენ ბუნების და საკუთარი კარ-მიდამოები გადარჩენას და არც ნათია თურნავა და არც პარლამენტის კომიტეტი ხმას არ იღებს და არის მხოლოდ "ენკას" მახარეს. მოქალაქეების ინტერესი არ აინტერესებთ და ვცდილობთ გავამაგროთ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები და მათი მოთხოვნები,"-აღნიშნა სამოქალაქო ატივისტმა ლევან ლორთქიფანიძემ.

"ელექტროენერგია მოქალაქეებს კი არ ხმარდება, ხმარდება ბიტკოინების წარმოებას, რომელიც არც ადამიანებს ასაქმებს და შესაბამისად, რაიმე დამატებით ღირებულებასაც არ ქმნის. ალტერნატიული საშუალებები რაც არის, ქარი, მზე, ხელს არ ახლებენ და სადაც დიდი ფული კეთდება იმ პროექტებს ახორციელებენ,"- აცხადებს პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები