2 წლის ბავშვის ცემის გახმაურებულ საქმეზე დღეს გამართული სასამართლო პროცესი დასრულდა. ხაშურის რაიონულ სასამართლომ პროცესი 2 თვით გადადო და ბავშვებისთვის ადვოკატის აყვანის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ მხარეების განქორწინების და ბავშვთა ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესახებ იმსჯელა.
არასრულწლოვნების დედა ხათუნა ობოლაძე, მომხდარის მიუხედავად განქორწინებაზე უარს ამბობს, რადგან შიშობს, რომ ბავშვებს მამა თურქეთში წაიყვანს.
შეგახსენებთ, ბავშვის ცემის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს მეორე სასამართლო პროცესიც, რომლის დასკვნითაც, ხათუნა ობოლაძეს აღკვეთის ღონისძიებად 2 000 ლარიანი გირაო და შემაკავებელი ოქმი აქვს გამოწერილი.