19 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
"მზიურში" მდებარე საბაგირო შენობა თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაიქმნება

"მზიურში" მდებარე ყოფილი საბაგიროს შენობა თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაიქმნება. შენობა იერსახეს შეინარჩუნებს და ფუნქციურად დაიტვირთება.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

თბილისის მერმა აღნიშნა რომ "მზიურში" მდებარე საბაგირო სივრცე აპრილში დამთავრდება და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა ისარგებლონ კონკრეტული სივრცით. 

"შენობა-ნაგებობა, რომელიც ჩემს უკან არის განთავსებული, ყოფილი საბაგიროს შენობა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ შენობა იყო სულ ნაგვით სავსე. დღეს ის მოწესრიგებულია, დასუფთავებულია ყველაფერი და მიმდინარეობს პროექტის განხორციელება. აპრილში მთლიანად დამთავრებული იქნება და ადამიანებს სრულად ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კონკრეტული სივრცით"- ამბობს თბილისის მერი.

შენობის პირველ სართულზე მოეწყობა თანამედროვე ხელოვნების გალერეა, მეორე სართული კი, საერთო სამუშაო სივრცისთვის გმოიყოფა. 

დღის ამბები