ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 260 480 გახდა.
ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 671 ინფიცირებული განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 251 748 შეადგინა.
კორონავირუსისგან კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3240 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ტესტით 16 605 კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9 917, PCR ტესტით - 6 688.