მსოფლიოში ინფექციის შემთხვევების ზრდასთან ერთად სახელმწიფოები რეგულაციების გამკაცრებას განაგრძობენ. საბერძნეთის ხელისუფლება ქვეყნის ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ ათენსა და ქალაქში სალონიკში, შეზღუდვებს ამკაცრებს.
ახალი ზომები ითვალისწინებს გამკაცრებულ "კომენდანტის საათს“. იმუშავებს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა ბელგიამ.
დახურული დარჩება რესტორნები და სილამაზის სალონები. გადაადგილებაზე შეზღუდვა გაახანგრძლივა 20 თებერვლამდე ისრაელმა. პარალელურად თელავივის საავადმყოფოში წარმატებით გამოიყენეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი.
მედიკამენტის შემადგენლობა განსაზღვრულია ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვის, იმისათვის, რომ ინფიცირებულის მდგომარეობა უფრო არ დამძიმდეს.