საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ევროპის უნივერსიტეტში, რექტორთან ნინო ტალიაშვილთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი საზეიმოდ გახსნა.
ევროპის უნივერსიტეტმა 2021 წელი კონსტიტუციის წლად გამოაცხადა. კონსტიტუციის სახელობის დარბაზის პრეზენტაცია პროექტის "საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა" ნაწილია, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტი სხვადასხვა ღონისძიების სახით ახორციელებს.