17 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
უკანონო პატიმრობის 12 წლითა და 6 თვით გახანგრძლივება მიუღებელია - ნორვეგიის ელჩი ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

საქართველოში ნორვეგიის ელჩი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვებას ​ სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

ჰელენე სენდ ანდრესენი უერთდება კოლეგების მოწოდებას, გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ.

"საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლითა და 6 თვით გახანგრძლივება მიუღებელია. ვუერთდები ჩემი კოლეგების მოწოდებას, ცხინვალის იზოლატორდან მისი დაუყონებლივ გათავისუფლების თაობაზე, იმისთვის, რომ ის ოჯახს უსაფრთხოდ დაუბრუნდეს," - წერს ჰელენე სენდ ანდრესენი.

დღის ამბები