პატარა ქვეყნის დიდი გმირობის ამბავი, ოკუპანტი რუსეთის ნამდვილი სახე. დღეს, 9 საათიანი "კურიერის" დასრულების შემდეგ, რუსთავი 2-ზე "შინდისის გმირების" მსოფლიო სატელევიზიო პრემიერა გელოდებათ.
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული მხატვრული ფილმი შემოქმედებითმა ჯგუფმა 27 დღეში გადაიღო. ფილმს მოპოვებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო, მათ შორის ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ჰოლივუდში აზიური ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდო.
2019 წელს "შინდისის გმირები" წარდგენილი იყო ოსკარზე, საერთაშორისო ფილმების კატეგორიაში. როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი ჩართული იყო ლოს-ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაში.
ქართველი ჯარისკაცების და სოფლის მოსახლეობის სამშობლოს დაცვის თავგანწირული ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო.