05 სექტემბერი 2026,   04:16
ვრცლად
რუსთავში დაჭრილი 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

რუსთავში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 29 წლის მამაკაცს  ცივი იარაღით ორი ჭრილობა ბარძაყის და მხრის არეში გუშინ მეგობრობის გამზირზე მიაყენეს.

საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაცია. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირებაში 4 პირი მონაწილეობდა.

ვისთან შეიძლებოდა ჰქონოდა კონფლიქტი ახალგაზრდა მამაკაცს, დაჭრილის მამა დეტალებზე ვერ საუბრობს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავეებს ეძებენ.

დღის ამბები