კომენდანტის საათით დარღვევის გამო "ლელო საქართველოსთვის" წევრი დღეს პოლიციის დეპარტამენტშია დაბარებული. ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, დაბარების მიზეზად სამართალდარღვევის ოქმის ინდივიდუალურად განხილვა დასახელდა.
პოლიტიკოსი ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ის აპროტესტებს იმ ფაქტსაც, რომ პოლიციამ კანონდარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია, პირველ რიგში, მის მშობლებს მიაწოდა, რის გამოც სახელმწიფო ინსპექტორთან ჩივილს გეგმავს.
6 თებერვლის ღამეს დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისათვის 2000 ლარით დააჯარიმეს პარტიის კიდევ ერთი წევრი თაზო დათუნაშვილი.