მართლმსაჯულების ხარვეზებზე ისაუბრეს დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონში გაწერილი კონკრეტული მუხლების მიუხედავად, სასამართლო რიგ შემთხვევებში პატიმრების უფლებას არღვევს.
"გვაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოებში არა ერთი შემთხვევა უკვე, როდესაც 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის ერთობლივი სასჯელის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოები არ ავრცელებენ შეღავათს ბრალდებულებზე და მსჯავრდებულებზე, რაც მიგვაჩნია, რომ აზიანებს პირთა კანონიერ უფლებებს და მათ საზიანოდ განიმარტება ამნისტიის შესახებ კანონი, რაც არასწორი პრაქტიკის დამკვიდრების საფუძველია," - აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.