ახალი მტკიცებულები დავით გარეჯის საქმეზე. ბრალდების მხარე ილიჩოვა-მელაშვილის სასამართლო პროცესზე ახალი შუამდგომლობით მივიდა. საქმის პროკურორი ითხოვს, განხილვას მტკიცებულების სახით დაერთოს ბრალდებული ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები მას შემდეგ, რაც მან საპატიმრო 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. სასამართლო სხდომა უკვე ორ საათზე მეტია რაც გრძელდება. მსჯელობენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე.
"განხილულია ბრალდების ყველა პუნქტი და შემიძლია გითხრათ, მეც და ქალბატონი ნატალიაც, აბსოლუტურად უდანაშაულო ვართ წარდგენილ ბრალდებაში. მე მგონია რომ სიმართლე გაიმარჯვებს. იყო შეთავაზებები, მოლაპარაკება, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე და იყო საკითხები განხილული, რომელსაც თავისი აზრი აქვს და თავისებური განმარტება აქვს ყველაფერს,"-აცხადებს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი.
ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა შეთანხმება, გარკვეული ნაწილი უნდა დარჩენილიყო აზერბააიჯანის მხარეს, ივერი მელაშვილმა არ უპასუხა. მისი თქმით, ამის თაობააზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ისაუბრა.
"დაცვის მხარეს რამდენიმე საკითხზე გვაქვს მოსაზრება, რომ ინფორმაცია რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლოზე წარმოადგინა მოპოვებულია უკანონოდ და არ უნდა მოხდეს მათი მტკიცებულებებად დაშვება არსებით განხილვაზე. პოზიციების განხილვის შემდეგ, განვიხილავთ, სასამართლოს უნდა გადაეცეს თუ არა საქმე არსებითად განსახილველად,"- აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე.
"შუამდგომლობები გულისხმობს იმ მტკიცებულებების არ დაშვებას, რომელიც ბრალდების მხარის მიერ მიპოვებულია მნიშვნელოვანი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, მათშორის არის ის 200 ათასიანი რუკები, რომელზეც დაფუძნებულია ბრალდება და ეს მტკიცებულება მოპოვებულია სახკმაოდ უხეში დარღვევით აქვს მოპოვებული," - აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.