17 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
პრემიერის სამუშაო დღე დასავლეთში - გიორგი გახარიამ გურიის ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონის ახალი რწმუნებული წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა გურიაში ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია წარუდგინა. გიორგი გახარიასთან ერთად შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ახალი ხელმძღვანელიც ესწრებოდა. განხილვის თემა გურიაშიც კოვიდპანდემია და მოსალოდნელი ვაქცინაცია იყო.

სწავლის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა. მან ყურადღება მოსწავლეების უსაფრთხოებასა და ხარისხიანი განათლების მიღებაზე გააკეთა, რაც გახარიას თქმით, მთვარობის პრიორიტეტია.

სკოლაში ვიზიტის შემდეგ გახარია სოფელ კვირიკეთში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში მოწყობილ ნორვეგიულ საკალმახე-სალიფსიტე მეურნეობას ესტუმრა.

გურიიდან პრემიერი სამეგრელოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად ჩავიდა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა.

პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში, გურიისა და სამეგრელოს მსგავსად, სხვა რეგიონებშიც გეგმავს ჩასვლას.

დღის ამბები