ქუთაისში დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესს ელოდებიან. პროცესი დისტანციურად უნდა გაიმართოს.
საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი არიან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები. მათი თქმით, გუშინდელ აქციაზე განვითარებული მოვლენები პოლიტიკურია, ხოლო სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეების უკანონო დაკავებები განხორციელდა.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, თუ სასამართლო დაკავებულ პირებს არ გაათავისუფლებს, პროტესტი გაგრძელდება.
შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისის მერიასთან მომხდარი დაპირისპირების დროს ექვსი პირი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 173-ე მუხლით დაიწყო.