05 სექტემბერი 2026,   05:03
ვრცლად
გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულ 23 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულ 23 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. 

გამოძიება მას არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავება.

ბრალდებაში ნათქვამია, რომ 23 წლის ირაკლი ტაკიძემ, 14 წლის მოზარდთან გასული წლის ივნისსა და დეკემბერში მოტყუებით სექსუალური კავშირი დაამყარა.

14 წლის გოგომ სიცოცხლე 9 თებერვალს სუიციდით დაასრულა. დაცვის მხარე, მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც 23 წლის მამაკაცის ბრალეულობა იკვეთება, ასევე არ არსებობს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ამდენად მისი თქმით, მისი პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ იყო.

პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

დღის ამბები