მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად სცნო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის ფარგლებში, მთავრობას უფლება აქვს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, კარანტინისა და იზოლაციის წესები განსაზღვროს და რიგი კონსტიტუციური უფლებები შეზღუდოს.
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტისა და მთავრობის წინააღმდეგ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებმა შეიტანეს. მოსარჩელეებისთვის გადაწყეტილება მიუღებელია.