ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 265557 გახდა.
ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 652 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 258093 შეადგინა.
კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3352 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19345, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12173, PCR ტესტით - 7172
14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,85%, ბოლო 14 დღის - 3,06%, ბოლო 7 დღის - 2,76%
238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1948 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში - 212.