17 მაისი 2024,   12:22
ვრცლად
ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 13 თებერვალს საკუთარი ნაცნობი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 40 წლამდე ასაკის მამაკაცია დაკავებული ბათუმში. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 13 თებერვალს ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა, ამ დრომდე, სტაბილურად მძიმე რჩება. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები