27 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, თუკი სასამართლო მხარს დაუჭერს პროკურატურის შუამდგომლობას, ეს აღსრულებული იქნება - გივი მიქანაძე

"ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე გამოეხმაურა ოპოზიციის ზოგიერთი წევრის განცხადებას, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა დააანონსეს.

მისი თქმით, ეს ქმედება უკანონობა იქნება, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

"თუკი სასამართლო მხარს დაუჭერს იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ პროკურატურის შუამდგომლობს, რომ დამძიმდეს აღკვეთის ღონისძიება, ეს აღსრულებული იქნება. რაც შეეხება ნიკანორ მელიასგან, მისი პარტიის წევრებისგან, თუ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან მსგავს განცხადებებს, თუკი ასეთი არსებობს, ეს კანონსაწინააღმდეგოა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა აღსრულდეს და აღსრულდება კიდეც. ცოტა ღიმილისმომგვრელია მათი ეს განცხადება. როდესაც ჩვენი ხელისუფლება მათ სთავაზობს არაერთ კონსტრუქციულ ნაბიჯს, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, თანამშრომლობის ფორმატში შედეგს ის რეალობა, რომ 150 კაცისგან, 14 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი პარლამენტი ვიხილოთ, როდესაც ჩვენ ვთავაზობთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც მზადაა ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, რომელშიც ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული, ამ პირობებში, როდესაც ჩვენ არაერთ კონკრეტულ პირობას ვთავაზობთ და, პარალელურად, გრძელდება მუშაობა იმ სამუშაო ჯგუფისა, რომელმაც კიდევ უფრო გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემა უნდა მოგვიტანოს, ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ჩვენ არ ვართ კონსტრუქციული, ძალიან არასერიოზული განცხადებაა,"-განაცხადა გივი მიქანაძემ.

 
დღის ამბები