02 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
B15-25 - გაერთიანებულ სამეფოში covid-19-ის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი B-15-25 აღმოაჩინეს. ახალი შტამი, ბრიტანეთში დაფიქსირებული 32 შემთხვევის გარდა, კიდევ ათამდე ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის, დანიაში – 35, ნიგერიაში – 12, აშშ-სა და საფრანგეთში 7-7. ასევე ხუთზე ნაკლებია განაში, ავსტრალიაში, კანადაში, იორდანიასა და ესპანეთში. აღნიშნული მუტაცია ფიქსირდება სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში აღმოჩენილ ვირუსის სახეობებში.

რაც შეეხება ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკურ მონაცემებს, მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა კიდევ 260 000 ინფიცირების ფაქტი. გარდაიცვალა 6 ათასზე მეტი პაციენტი.

პანდემიის გავრცელების შეკავების შემდეგ, 21 თებერვლიდან ისრაელის მთავრობა რიგი შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. როგორც ისრაელის მთავრობაში აღნიშნავენ, სასტუმროები და სპორტული დარბაზები იმ პირთათვის გაიხსნება, ვინც სრულად აცრილია ან ვისაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ იმუნიტეტი განუვითარდა.

ამავე დროს, ისრაელმა კვიპროსთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ორი ქვეყნის ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეზღუდვების გარეშე მოგზაურობის საშუალება მიეცემა.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების 110 მილიონი ფაქტი აღირიცხა, ლეტალურად დასრულდა ინფიცირების 2 მილიონ 420 ათასი შემთხვევა.

დღის ამბები