05 სექტემბერი 2026,   03:36
ვრცლად
ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას პაპას მოსამართლემ დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას პაპას მოსამართლემ დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. 76 წლის მამაკაცს არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებენ.

არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში, გამოძიებამ ბრალი სხვა პირს ან პირებსაც წაუყენოს. ამავე საქმეზე დაკავებულია 23 წლის მამაკაციც, რომელმაც მოზარდზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა. მას გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანასაც ედავება.

დღის ამბები