19 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
თუკი სასამართლო არ გახდება პოლიტიკური დევნის მაგალითი, პროკურატურის შუამდგომლობა არ უნდა დააკმაყოფილოს - ნიკა მელიას ადვოკატი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი  აცხადებს, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო დღეს სამართლებრივ სივრცეში დარჩებ.

"სასამართლო ნამდვილად მოკლებულია შესაძლებლობას, რომ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ნიკა მელიას დღეს შუფარდოს აღმკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება. არგუმენტი არის ის, რომ ნიკა მელიას დაახლოებით 2 წლის განმავლობაში არც მიმავლა უცდია, არც ახალი დანაშაული ჩაუდენია და არც მტკიცებულების განადგურების შემთხვევებს ჰქონია ადგილი. ამიტომაც, თუკი სასამართლო დღეს დარჩება სამართლებრივ სივრცეში და თუკი, დღევანდელი სასამართლო პროცესი არ გახდება კიდევ ერთი აშკარა მაგალითი პოლიტიკური დევნისა და დაკვეთის აშკარა განხორციელების, სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, დასტურდება არა ის, რომ ნიკა მელია არის კანონთან წინააღმდეგობაში, არამედ დასტურდება ის, რომ ნიკა მელისთან მიმართებაში კანონი განიმარტება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ფორმალურად, როდესაც არის პოლიტიკური დღისწესრიგი, განმარტებას აკეთებენ კანონის, ჭრიან და კერავენ, როგორც უნდათ და სისხლის სამართლის საქმეც ახსენდებათ, როდესაც პოლიტიკურ დაკვეთას. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ძალიან დიდ იმედს, სურვილს და მინდა დავიჯერო, რომ სასამართლო დღეს მაინც დადგება მოწოდების სიმაღლეზე," - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

დღის ამბები