17 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
ნიკა მელიას საქმის მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა

ნიკა მელიას საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, შეეცვლება თუ არა ნიკა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული  გირაო პატიმრობით.

პროცესზე საქმის განხილვა თითქმის 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა.

პროკურატურის განმარტებით  გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, ამისთვის პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდებოდა.

პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები