სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენიდან მეხუთე დღესაც სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგი გრძელდება.
ამ ეტაპზე, შეამოწმეს დიდუბის რაიონის მე-10, 22-ე, 116-ე და 166-ე სკოლები. ადგილზე განათლების მინისტრის მოადგილე და მანდატურის სამსახურის უფროსი იმყოფებოდნენ.
"მოვინახულეთ არაერთი სკოლა, ჰიგიენა სანიტარიასთან დაკავშირებით მდგომარეობა ნორმალურია, სკოლა ცდილობს დაიცვას ყველა ის წესი, რომელიც დადგენილია განათლების სამინისტროს მიერ,"-აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.