05 სექტემბერი 2026,   09:15
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 3 პირის მიმართ, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 3 პირის, საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ დღეს, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განმარტა, საფუძველი ამნისტიის ახალი აქტია, რომელიც ბრალდებულებს ეხებათ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, აღნიშნულ ეპიზოდზე დაზარალებულები - ვახტანგ ჩიქოვანი და არასრულწლოვანი ნ. ხ. საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.

"დღეს განახლდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძის და ირაკლი წაქაძის მიმართ. ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და ბრალდებულების მიმართ შესაბამისად დააქვემდებაროს ამნისტიის აქტის გათვალისწინებული შეღავათები, ვგულისხმობ იმ გარემოებას, რომ დაზარალებულების თანხმობა არის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე და ჩემი ინფორმაციით, ასევე, დღეს უნდა მოხდეს დაზარალებულ ვახტანგ ჩიქოვანისა და ნ.ხ.-ს ჩვენების მოსმენა," - აცხადებს საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე.

დღის ამბები