19 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
ქვეყანაში კორონავირუსის მაჩვენებელი 14-ჯერ შემცირდა - "კურიერმა" პირბადის ტარების რეკომენდაციის დაცვა 3 დიდ ქალაქში გადაამოწმა

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები, ნოემბრის თვის მონაცემებთან შედარებით, 14-ჯერ შემცირდა. საქართველოში 258 ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტი, დღევანდელის მსგავსად, ბოლოს 24 სექტემბერს იყო. სპეციალისტები გარკვეული ზომების მოხსნის აუცილებლობაზე უკვე საუბრობენ. მათ შორის, ზამთრის კურორტების ფუნქციის აღდგენის და შეზღუდვების საათის გადახედვის რეკომენდაციებს გასცემენ.

პარალელურად, ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო დაზარალებული პირები ქვეყნის სრულად გახსნას ითხოვენ. დღეს მათ რიყის პარკიდან რესპუბლიკის მოედნამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

გარკვეული მოლოდინები არსებობს, რომ სხვადასხვა სფეროები მარტის დასაწყისში გაიხსნება, თუმცა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაანალიზდება უკვე შემსუბუქებული შეზღუდვების აღსრულებისა და მოქალაქეების სოციალური პასუხიმგებლობის გაზიარების ხარისხი.

მოქალაქეების სოციალური პასუხიმგებლობა "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა 3 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ დედაქალაქისგან განსხვავებით, რეგიონებში პირბადეს თითქმის არავინ ატარებს.

4 აუცილებელი პირობა, მათ შორის დისტანცია და პირბადის ტარება, სპეციალისტების რეკომენდაციით, მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

დღის ამბები