19 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
შსს-მ კოვიდრეგულაციების დარღვევის 618 ფაქტი გამოავლინა - დაჯარიმდა 99 პირი

შს სამინისტრომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 618 ფაქტი გამოავლინა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი სამართალდამცველებმა 99 ფიზიკური პირი დააჯარიმეს.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 519 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

დღის ამბები