ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეები მათთვის დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ვიდრე მათ არ მიეცემათ ხეობაში შესვლის უფლება, იქამდე პროტესტი არ შეწყდება.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებენ.